მორაგბეების ბოდიში გულშემატკივარს - "ბოდიში, რომ ვერ შევძელით დღეს თქვენი გაბედნიერება"

03 ოქტომბერი 2019, 17:33 1831 ნახვა

ბორჯღალოსნები ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს უხდიან. "მინდა, რომ ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივარს. ვიცით თუ რას ნიშნავდა ეს მატჩი თქვენთვის და დიდი ბოდიში, რომ ვერ შევძელით თქვენი გაბედნიერება" - ასე მიმართა გულშემატკივარს  გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ფიჯის მატჩის შემდეგ.

მან ასევე განაცხადა, რომ ფიჯელებმა  საუცხოოდ ითამაშეს.

 "ფიჯელებმა საუცხოოდ ითამაშეს, ჩვენ კი ვერ შევძელით ისე თამაში, რომ შესაძლებლობები ქულებად გვექცია და რა თქმა უნდა შედეგი ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ ყოველთვის თავდადებით ვთამაშობთ, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არაა. თამაშის მოსაგებად ქულებია საჭირო".

ოსაკაში გამართულ მატჩზე ქართველმა მორაგბეებმა ფიჯისთან 45-10 დათმეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი