სექსისტური კომენტარები თუ პირადი ცხოვრების კადრების ტირაჟირება გვამცირებს - პრეზიდენტი 

03 ოქტომბერი 2019, 16:33 2067 ნახვა

"ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით.
ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მითუმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. იგი ამ ფორმით, სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ქალ მინისტრს, მაია ცქიტიშვილს ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის ცოდნა დაუწუნა, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ ხაჭაპურს კარგად აცხობს

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ასევე აქცენტს აკეთებს პირადი ცხოვრების კადრების ტირაჟირებაზე, რომელიც სავარაუდოდ ეკა ბესელიას ეხება. 

"მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.
ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში, ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი