ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ბათუმის ბულვარში გარბენი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ის ბარიერები გადალახეს რასაც ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები ყოველდღიურად აწყდებიან.
გარბენში მონაწილეობა თავისუფალი იყო მიზანი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა. მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ, აქცია ბათუმში პირველად იმართება და ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.