პირველად საქართველოში წელს საერთაშორისო საქმიანი ტურიზმის სემინარი ჩატარდება, რომელსაც დეკემბერში ბათუმი უმასპინძლებს.
საკითხზე მადრიდში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ღონისძიება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და მსოფლიო საქმიანი ტურიზმის ასოციაციის ინიციატივით გაიმართება.