საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის კიდევ ერთი წევრი ანტონ პლესნოი ატაცში მსოფლიო ჩემპიონია. ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაოს მფლობელი. საქართველოს ნაკრების წევრმა 96 კგ. წონით კატეგორიაში 172, 177 და 181 კგ. აიტაცა და ოქროს მედალი გაინაღდა. იგი დამაჯერებლად გამოვიდა აკვრაშიც. მან სამივე ცდა 203, 209 და 213 კგ. დაძლია და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ორჭიდის ჯამში დაგროვებული 394 კგ-ით კი მესამე პოზიციას დასჯერდა.
პლესნოიმ პატაიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს და 23 წლამდე ძალოსანთა შორის ევროპის რეკორდი დაამყარა.