ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემის თარიღი 30 სექტემბრისთვის გაირკვევა. ტყიბულში, მეშახტეების პროტესტი სწორედ ხელფასების დაგვიანებას მოჰყვა. 15-მდე მინდელის და ამდენივე ძიძიგურის სახელობის მეშახტე შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე, ვიდრე ხელფასს არ მიიღებენ.
კომპანია „საქნახშირი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.