ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრებიდან 89-კგ წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძე იასპარეზებს. ქართველი ძალოსანი ფიცარნაგზე საქართველოს დროით 17:25 წუთზე გამოვა.
რევაზი მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონია. 20 წლამდელთა შორის კი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი.
ხვალიდან ასპარეზობაში 96-კგ წონით კატეგორიაში ანტონ პლესნოი ჩაერთვება.