ბათუმობის დღესასწაულს დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ესწრებიან. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ქალაქის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. გოგებაშვილის და მაზნიაშვილის ქუჩების კუთხეში 1921 წელს, ბათუმის დაცვის დროს დაღუპული ეროვნული გვარდიის წევრების და მოხალისეთა ცხედრებია დაკრძალული.