ბათუმში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების ყოველწლიური რესპუბლიკური ფესტივალი გაიმართა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 კლუბი მონაწილეობდა. ბათუმიდან წელს მხოლოდ საზღვაო აკადემიის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, უახლოეს ხანში ბათუმში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო გუნდების ფესტივალის ჩატარებაც იგეგმება.