''დატოვე მანქანა სახლში'' - ავტომობილების გარეშე საერთაშორისო დღე

22 სექტემბერი 2019, 15:15 1797 ნახვა

ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", ველოსპორტის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობა მოაწყო. ველომსვლელობამ სტარტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან აიღო და თბილისის მერიასთან დაასრულა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ჰაერის გასაჯანსაღებლად ეკოლოგიური ტრანსპორტით გადაადგილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის რამდენიმე პირს სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი