ჯავახიშვილის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით, ორმოში მსუბუქი ავტომობილი ჩავრდა. ქუჩა უკვე რამდენიმე დღეა სარებილიტაციო სამუშაოების გამო გადათხრილია. ადგილობრივები ყვებიან, რომ მსგავსი შემთხვევები აქ ხშირია.
"ალტერნატიული გზა, სადაც მოქალაქეები იმოძრავებენ არ არის. ამ მანქანის წინ ტრაილერია გადავარდნილი კიდევ. ის რომ წვიმაში ხათქახუთქით გამოდიხარ და ვულკანიზაციამდე ძლივს აღწევ მეორე. აქვე სკოლაა როოგორ მიდის ვბავშვები ეს ცალკე თემაა. მესმის რომ კეთდება, მაგამ ჩვენ რა დავაშავეთ ან მანქანებს რითი ვუშველოთ, ვითო ტექდათვალიერებით რომ დაივსეთ ბიუჯეტები. ან ალტერნატიული გზები გააკეთეთ, რაღაცნაირად გახსენით ყველა ეზო რომ ჩაკეტილია. მეორე მხარეს მაინც იმოძრაოს მანქანებმა“- წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ლია მგელაძე.