ზღვის აკვატორია მიწის ნაკვეთად დარეგისტრირდა

21 სექტემბერი 2019, 18:30 1747 ნახვა

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა.

იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს - ინფორმაციას გაზეთი ბათუმელები ავრცელებს. 

"ბათუმი რივიერას" პროექტი კი, ბათუმის ისტორიულ კონცხზე, იახტკლუბის გარდა, 5 ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც მოქალაქეები  დასაზოგადოება "ბათომი" აპროტესტებენ.

უკვე თვეებია, პერმანენტული აქციები მიმდინარეობს ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის, რომელშიც შედის რივიერა. სპეციალისტები ტერიტორიას ისტორიული ქალაქის ნაწილად მოიაზრებენ. 

ამ თემაზე ვრცლად,  დღის მთავარ გამოშვებაში - რვა საათზე მოგიყვებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში