დღეს ქრისტიანული სამყარო ღვთისმშობლობას, იესო ქრისტეს დედის, მარიამის შობის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში ლოცვა ღამისთევით გაიმართა.საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, კი მრევლს პატრიარქი ქადაგებით მიმართავს. გადმოცემის მიხედვით, მდიდარ ცოლქმარს, იოაკიმ და ანას შვილი არ ჰყავდათ და ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ მარიამი ხანში შესულებს შეეძინათ. ღვთისმშობლობას საქართველოში მე-4 საუკუნიდან აღნიშნავენ.