ლარის გაუფასურება ისევ გრძელდება. დოლარის შეძენა სავალუტო ჯიხურებში დღეს ორ ლარად და 97 თეთრ ნახევრადაა შესაძლებელი.
დოლარის ცვლილების პარალელურად, სავაჭრო ობიექტებსა და ბაზარში ამბობენ , რომ სურსათზე ფასები ზოგადად მატულობს , თუმცა უახლოეს დღეებში კონკრეტული ცვლილებები არ ყოფილა, მომატებულია სურსათის ფასი გასული ერთი თვის, ზოგ პროდუქტზე კი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში .