სოფელი სადაც არ არის სამანქანე გზა, წყალი კი მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება. ხელვაჩაურის სოფელ გემურაულის მცხოვრებლები გარე განათების გარეშეც ცხოვრობენ და დახმარებას ითხოვენ.
ამბობენ რომ სასწრაფო დახმარების მედიკოსები სოფელში ფეხით ჩამოდიან, მუნიციპალიტეტი კი მათი პრობლემების ნაწილის მოგვარებას მხოლოდ 2020 წლიდან გეგმავს.