50 მილიონი ევრო მუნიციპალიტეტებში წყლისა და წყალარინების სისტემის მოსაწყობად

20 სექტემბერი 2019, 14:25 1740 ნახვა

ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში  წყლისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოსაწყობად 50 მილიონი ევრო დაიხარჯება. აქედან გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი 43 მილიონ ევროს დახარჯავს, საიდანაც  40 მილიონი  სესხია,  სამი მილიონი კი რეგიონმა  გრანტის სახით მიიღო.

პროექტი  დაახლოებით 4 წელზეა გათვლილი და დაგეგმილია 200 ათასზე მეტი მოქალაქისთვის  სასმელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება. ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ორ კომპანიასთან დღეს გაფორმდა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი