ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' მაუწყებლობას ორშაბათს, 23 სექტემბერს განაახლებს. ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეთერში გავა საინფორმაციო გამოშვება ''კურიერი''. ასევე ბადეში ჩაეშვება დილის გადაცემაც.
''რუსთავი 2''-ის ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე მასალების ნაწილი უკვე იტვირთება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი პარალიზებული იყო და ინფორმაციები არ ახლდებოდა.
იყო შემთხვევები, როდესაც ტელეკომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ''მთავარი არხის'' მასალები გადაზიარდა.
საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ ეთერში ბოლოს 20 სექტემბერს გავიდა. წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი მაყურებელს დაემშვიდობნენ.
''რუსთავი 2''-ის გუნდის ნაწილი ''მთავარ არხზე'' გადავიდა.
ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ თქვა, რომ ისინი ახალ კადრებს ეძებდნენ, ასევე გუნდს ცნობილი სახეებიც შეუერთდებოდნენ.
ცნობილია, რომ საინფორმაციო სამსახურს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს.