საქართველო არ ვითარდება და ეკონომიკურად უკან მიდის, ასეთია ენდიაის მიერ გამოკითხულთა თითქმის ნახევრის მოსაზრება.
მათ მიერ დასახელებული პრობლემებიც ეკონომიკური შინაარსისაა: სიღარიბე, დასაქმების და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა. ოპოზიცია პრობლემების მიზეზად ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას ასახელებს. მმართველი ძალა კი პრობლემების ადრესატად თავს არ მიიჩნევს.