საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა 130 კგ.წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინაჯოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა გერმანელი ედუარდ პოპი ანგარიშით 5-0 დაამარცხა. ბრინჯაოს მედალთან ერთად იაკობმა დამამშვიდებელ წრეში ჩილელ აკოსტა ფერნანდს 2-1 მოუგო და ნაკრებს 2020 წლის ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა.
გუშინ პირველი ოლიმპიური ლიცენზია 97 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ნუგზარ წურწუმიას და ლაშა გობაძის მოპოვებული 2 ოქროს მედლია.