სახიფათო გზები ხულოში

13 სექტემბერი 2019, 21:25 1615 ნახვა

დღეს გზიდან კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. საბედნიეროდ მძღოლი გადარჩა, ერთი მგზავრი კი დაშავდა. კონკრეტულად ამ შემთხვევაში არა, თუმცა ზოგადად სოფლებში მოქალაქეები მძღოლების ბრალეულობაზე საუბრობენ.

გამოძიებაც ძირითადად ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით იწყება ხოლმე, თუმცა მეორე ფაქტორია დაზიანებული გზები. 

გზები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში იმდენად ვიწროა რომ შემხვედრი ავტომანქანის მძღოლს გვერდის ავლა უჭირს. ასევე, გზები, რომლებიც ჩაბნელებულია და დამცავი ბარიერები საერთოდ არ არსებობს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი