ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა.
ფინეთში მიმდინარე ჩემპიონატზე ამ წონაში ქართული ფინალი შედგა.
ტატომ ვლადიმირ ახალკაცი დაამარცხა შესაბამისადე ვლადიმერს ვერცხლი ერგო. დღესვე ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა მარიამ ჭანტურია, რომლემაც ფინალურ შეხვედრაში ჰოლანდიელ სიიჟა კოკს სძლია.
ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 5 მედალია, მათ შორის სამი ოქროს 1 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს. გუშინ ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი თუთაშვილმა მოიპოვეს.