ლელო - ხაზარაძის მოძრაობა ამ სახელწოდებით დაფუძნდა

12 სექტემბერი 2019, 12:15 2737 ნახვა

მამუკა ხაზარაძემ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ლელო დაარქვა. პრეზენტაცია ანაკლიაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.  

მამუკა ხაზარაძემ ლელო ყვითელ დაფაზე დაწერა და ხელი პირველმა მოაწერა. 

"ეს გაერთიანება უახლოეს მომავალში, პოლიტიკური პარტია იქნება ლიდერების გაერთიანება და არა მამუკა ხაზარაძის პარტია.  ეს ქვეყანა გამოვა ამ მდგომარეობიდან, ან გამოვა ამ ჭაობიდან, ან დავრჩებით ასე. ეს არის მენტალური ჭაობი"  - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ხაზარაძემ თქვა, რომ 12 ლიდერს ეძებს. 

''მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია, 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს'' - ამბობს ხაზარაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში