იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული მოსამართლეობის 20 კანდიდატის სია საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა. პარლამენტში კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა დღეს იგეგმება.
კვოტების გადანაწილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 18:00 საათზეა ჩანიშნული.სამუშაო ჯგუფი მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს, იურიდიული საკითხთა კომიტეტი კი, საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს. ასევე კანდიდატები დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ.