არხში ჩავარდნილი ავტომობილის მძღოლი 250 ლარით დააჯარიმეს

11 სექტემბერი 2019, 00:26 3684 ნახვა

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე,  ავტომობილი ხიდიდან ე.წ. ჟილინის არხში გადავარდა. მძღოლი მოქალაქეების დახმარებით წყლიდან ამოიყვანეს. მამაკაცი არ დაშავებულა. 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, თუმცა მედიკოსებს მძღოლი კლინიკაში არ გადაუყვანიათ. 

სამართალდამცველებმა გადარჩენილი მძღოლი 250 ლარით დააჯარიმეს. სამართალდარღვევისთვის, სწორედ ამ ოდენობის თანხის გადახდას ითვალისწინებს კანონმდებლობა. 

ხიდს მოაჯირები არ აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი