მრჩეველთა საბჭო ხვალ თავმჯდომარეს აირჩევს

01 სექტემბერი 2016, 00:00 3568 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მოუწოდებს თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა არ დააყენოს. ირაკლი დარცმელის თქმით,  მისთვის  ნატა იმდეაიშვილის კანდიდატურა მიუღებელია, რადგან მისი ოჯახის წევრი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია. განცხადებას ნატა იმედაიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის აპირებს ბორდის თავჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას, და ირაკლი დარცმელიძის განცხადება მისთვის გაუგებარია. მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხვალ 12 საათზეა ჩაიშნული. საბჭოს წევრებმა თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, რისთვისაც კანდიდატს 3 ხმა სჭირდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი