ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილში მოძრობა იზღუდება - იცვლება ავტობუსების მარშრუტიც 

04 სექტემბერი 2019, 14:37 1572 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 სექტემბრიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

შეზღუდვები სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. 

დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს:

N8 მუნიციპალური ავტობუსი - ლეონიძის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები;

N11 მუნიციპალური ავტობუსი - ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩები;

N42 მიკროავტობუსი - ორბელიანის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები.

შეზღუდვა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე მოიხსნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი