საპლიაჟო ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მამაკაცთა შორის 14, ქალთა შორის კი 8 წყვილი ასპარეზობს. ჩემპიონატი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება,ფინალური ეტაპი კი 5 სექტემბერს გაიმართება.
6-8 სექტემბერს ბათუმი აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატს უმასპინძლებს რომელშიც 13 ქვეყნის 70-ი სპორტსმენი იასპარეზებს.