უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა

30 აგვისტო 2019, 10:38 1468 ნახვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა, რომელიც 15 მინისტრით და პრემიერ-მინისტრის ორი მოადგილითაა წარმოდგენილი. მინისტრთა ახალ შემადგენლობას რადას 281 წევრმა დაუჭირა მხარი.

ცნობილი ხდება, რომ ახალ კაბინეტში პოსტებს შეინარჩუნებენ შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და ფინანსთა მინისტრი ოქსანა მაკაროვა.უკრაინის უმაღლესი რადას მეცხრე მოწვევის შემადგენლობამ, რომელიც 21 ივლისს აირჩიეს, მუშაობა გუშინ დაიწყო.

რადამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ალექსეი გონჩარუკი დაამტკიცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი