მაკო გომურს ხელოვნური თვალი ჩაუსვეს

29 აგვისტო 2019, 19:32 3111 ნახვა

20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულ მაკო გომურს, გერმანიაში ხელოვნური თვალი ჩაუსვეს. 

"შრამი რომ არა, ვერ გაარჩევდით" - წერს ის ფეისბუქზე და ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე ჩანს ტყვიით დაზიანებული ქუთუთო.

ხელოვნური თვალის ჩასასმელად ოპერაცია მაკო გომურმა გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გაიკეთა, მანამდე კი ის მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. 

 

 

 

20 ივნისის აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი