ბეშუმში არქეოლოგიური გათხრები განახლდა

26 აგვისტო 2019, 18:31 2501 ნახვა

როგორი ცხოვრობდნენ ზღვის დონიდან 1 900 მეტრზე საუკუნეების წინ? კურორტ ბეშუმის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს პროფესორები სტუდენტებთან ერთად ატარებენ, ისე რომ პროცესი ტურისტულ სეზონს ხელს არ უშლის.

პირიქით სამუშაოების დასრულების შემდეგ აქ ღია მუზეუმ-ნაკრძალის  განთავსებაზე საუბრობენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მაღალმთიანი კურორტის პოპულარიზაციას და აქ კულტურული ტურიზმის განვითარებას.

უკვე აღმოჩენილი უძველესი ნასახლარები კი თავისი  საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით სამომავლოდ ტურისტებში კიდევ უფრო მეტ  ინტერესს გამოიწვევს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში