ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს დღეს ბაგრატ ნინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი გამოეთიშა. შეჯიბრება 25 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 1 ოქროს მედალია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა.
26 წლის ქართველმა რთული ბრძოლები მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ჩხვიმიანმა უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი იპონით დაამარცხა. ჩხვიმიანი საქართველოს ისტორიაში ძიუდოში მე-8 მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.