საქართველოს თასის პირველი გამარჯვებული ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდი გახდა. ფინალური შეხვედრას მიხეილ მესიის სახელობის სათადარიგო მოედანმა უმასპინძლა, სადაც ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა დაძაბულ მატჩში ‘’ნიკე’’ 2:1 დაამარცხეს.
მე-3 წუთზე ანგარიში ლანჩხუთელმა თამრიკო სალუქვაძემ გახსნა და პირველი ტაიმი რევაზ კუკულაძის გაწვრთნილმა გუნდმა მოიგო. 65-ე წუთზე ნინო გუჯაბიძემ ანგარიში გაათანაბრა. დრამატულ ფინალში 88-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილმა ლანჩხუთს ისტორიული ტიტული მოუტანა.
ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლანჩხუთელთა თავდამსხმელი თამრიკო სალუქვაძე დასახელდა.
ტურნირი 10 აგვისტოს დაიწყო და ტიტულისთვის 8 გუნდი იბრძოდა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია