პრემიერ მამუკა ბახტაძეს პროტესტით დახვდა ოპოზიცია. აქციის მონაწილეებმა რვაფეხას მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მთავარ შესასვლელთან გადაინაცვლეს იქ სადაც პრეზენტაცია მიმდინარეობს. მათ სცადეს მიეწვდინათ ხმა პრემიერისთვის ოკუპაციაზე რეაგირებასთან დაკავშირებით,მაგრამ ამის საშუალება არ მიეცათ.
ათობით პოლიციელია მობილიზებული და მათ კორდონია აქვთ გაკეთებული ლ,რომელიც ყოფს ერთმანეთისგან აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს.