ხელვაჩაურის მერია 15 ცალ კონდიციონერს ყიდულობს

22 აგვისტო 2019, 10:02 1661 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მერია 15 ცალ კონდიციონერს ყიდულობს. კონდიციონერები მერიის თანამშრომლების სამუშაო ოთახებში განთავსდება.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

მუნიციპალიტეტი 15 ცალი კონდიციონერის შესაძენად მზად არის 14 235  ლარი გადაიხადოს. 

ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ კონდიციონერები იმ ოთახებში განთავსდება, რომლებშიც ის დამონტაჟებული არ არის და არც არასდროს ყოფილა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ასეთი მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ზუსტად 15 ოთახია. 

რატომ ყიდულობენ კონდიციონერებს  სეზონის ბოლოს?  კითხვაზე არჩილ მხეიძემ აჭარის მაუწყებელს უპასუხა,  რომ საქონლის შესყიდვა სატენდერო დოკუმენტაციის გამო  დროში გაიწელა. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოწოდებულ  საქონელს უნდა გააჩნდეს გაგრილება, გათბობა, გამოშრობა, ცირკულაციის რეჟიმები.

სატენდერო წინადადების მიღების ვადა 26 აგვისტოს იწურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი