ბათუმის საკრებულო ამ დრომდე არ გამიჯნვია ქართული ოცნების დეპუტატის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ უცენზურო კომენტარს. ირაკლი პატარიძე სოციალურ ქსელში რ2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არაეთიკური შეფასებით გამოეხმაურა.
პატარიძემ ფეისბუქში კომენტარი ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებულ მასალაზე დაწერა, რომელიც "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების წასვლას ეხებოდა. საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართულ-ოცნებას არგუმენტები აღარ დარჩა და შეურაცხყოფაზე გადავიდა.