ბათუმის კორტებზე ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს. ფინალური შეხვედრები ხვალ 17 საათზე დაიწყება.
ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენების გარდა, სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. შეჯიბრება საქართველოს ვეტერან ჩოგბურთელთა ფედერაციის ეგიდით ტარდება.