რუსეთმა უკანონო მოქმედებები უნდა შეაჩეროს- ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი

17 აგვისტო 2019, 12:35 1185 ნახვა

სოფელ გეგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ლეიტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა. „შეწუხებული ვარ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის განახლების გამო.

პროცესი, რომლის ინიციატორია ცხინვალში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელისუფლება, აუარესებს მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით, აფერხებს კონტაქტებს ადამიანებს შორის და ქმნის მეტ არასტაბილურობას. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს უკანონო მოქმედებები“, - წერს ლინას ლინკევიჩუსი "ტვიტერში".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი