სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს, რომ აყენებს რეგიონის უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს - ამაზე დიპლომატები ერთხმად თანხმდებიან.
უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გუგუტიანთკარში გუშინ დასრულდა, დღეს კი სოფელში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავიდნენ.
სხვადასხვა საელჩოს 20-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 8 ქვეყნის ელჩი ადგილზე გაეცნო უკანონო ბორდერიზაციით გამოწვეულ პრობლემებს. მათი განცხადებით, ადგილზე მცოცავი ანექსიის შემაშფოთებელი სურათი დახვდათ, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.