გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენების ფონზე, ოპოზიცია ხელისუფლებას უსუსურობაში ადანაშაულებს, „ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება თავისი მოქმედებით ხელს უწყობს მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას და რუსეთი სავარაუდოდ უფრო დიდი ნაბიჯებისთვის ემზადება.
ხელისუფლებაში გმობენ რუსეთის ქმედებებს და აცხადებენ, რომ ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბერკეტს გამოიყენებენ ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად.