კიდევ ცხრა სახლი დარჩა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა

14 აგვისტო 2019, 15:11 1095 ნახვა

კიდევ ცხრა სახლი დარჩა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა. გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი განახლდა.

რუსმა სამხედროებმა 8 აგვისტოს ჯერ ბოძები დაამონტაჟეს, დღეს კი მავთულხლართები გააბეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვითხრეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.  

უწყების შეფასებით, ,,ეს არის მორიგი  უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება“ .

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი