პრემიერის თქმით, ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა მამუკა ბახტაძე ამტკიცებს,რომ ეფექტური პოლიტიკით, ტურისტულ სექტორში მზარდი დინამიკა მალე დაბრუნდება. ის დეზინფორმაციას უწოდებს ფაქტს, თითქოს ტურიზმის სექტორი შეზღუდვებით არ დაზარალებულა.
ოპოზიცია ტურიზმის სექტორში კრიზისს მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკას უკავშირებს.
ტურიზმის ექსპერტები კი კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად ალტერნატიული გეგმის საჭიროებაზე საუბრობენ. ტურისტულ სეზონზე მგზავრთა კლება დაფიქსირდა ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში.