2026 წლის საქართველოს ბიუჯეტი

10 დეკემბერი 2025, 17:43 105 ნახვა

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრს  ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს. საკანონმდებლო ორგანო 2026 წლის ბიუჯეტის  საბოლოო ვარიანტს განიხილავს და  დღესვე უყრის  კენჭს . მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა  5%-ის ოდენობით არის დაგეგმილი.

საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია - 3%. ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 36,3 მილიარდ ლარამდეა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 468,6 მილიონი ლარით და 30 მილიარდს აჭარბებს.

ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა გაზრდილია 405,5 მილიონი ლარით.  პროექტის თანახმად, პროექტში გათვალისწინებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის , პროკურატურისთვის, სასამართლოებისთვის გაზრდილი თანხები; მომავალი წლიდან იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ანაზღაურებაც.

საბიუჯეტო პროექტის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 48 მილიონი ლარით და განისაზღვრა 9 668,6 მილიონი ლარის ოდენობით;  გაიზარდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება , კულტურის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 42,3 მილიონი ლარით და ჯამში, 364,8 მილიონი ლარია; დამატებითაა გამოყოფილი თანხები სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე, იზრდება ასევე  ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი