ტურიზმის სექტორმა 60 მილიონი დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო-მამუკა ბახტაძე

13 აგვისტო 2019, 12:53 1315 ნახვა

საქართველოს პრემირე-მინისტრის განცხადებით,   ივლისში ტურიზმის სექტორმა 60 მილიონი დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო.

“ნებისმიერი საკითხის გარშემო კონსპირაციული თეორიების განვითარება არ მგონია, რომ სწორი იყოს. ვიცით, რომ ტურიზმის სექტორი დაზარალდა იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი შეფასებით, 60 მილიონი დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო ტურიზმის სექტორმა ივლისის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები სხვა მიმართულებით, იქნება ეს ჩვენი ექსპორტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თუ სხვა მიმართულებები“,- განაცხადა  მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემირე-მინისტრი ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებას  პოზიტიურად უყურებს და ამბობს, რომ  მათ მიერ შემუშავებული პროგრამით  ისინი ტურიზმის სექტორს მზარდ დინამიკას დაუბრუნებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი