ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის ერთ-ერთ პარკში შეიკრიბნენ და ბარიკადების აღმართვა დაიწყეს. მათმა ნაწილმა პოლიციელების მიმართ ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლა, რასაც სამართალდამცავების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა.
დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო.