ხულოში, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერებისთვის მობილური სერვის ცენტრი მუშაობს. შემოწმება 200-მდე ავტომობილმა გაიარა.
მობილური ჯგუფი მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლოა შემოდგომამდე დარჩეს. კომპანია ,,გრინვეი“ სერვისის მიწოდებას უახლოეს მომავალში შუახევშიც გეგმავს.