ავარია მსხვერპლით დასრულდა

29 აგვისტო 2016, 00:00 33025 ნახვა

2 გარდაცვლილი და 5 დაშავებული. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა. დაშავებულებს შორის არია მცირეწლოვანი ბავშვებიც, ისინი  მრავლობითი დაჟეჟილობებით ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში