„ეს ყველაფერი დამთავრდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ამ სიგიჟის დონე შეუძლებელი ხდება, ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს, არ მოეწონოს, როგორც ამბობს, რომელიმე "კუპლეტი,“ - ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ის არის ჩარჩი. კაპიკის გამო, დედის, სამშობლოს გამყიდველი ადამიანია.