11 წელი აგვისტოს ომიდან. რუსეთის აგრესია, სამოქალაქო საზოგადოებამ ერგნეთში ე.წ. საოკუპაციო საზღვართან დაგმო, ისინი გამოთქვამენ სურვილს, რომ კონფლიქტი მოგვარდება და იძულებით გადაადგილებული პირები, შეძლებენ საკუთარ სახლში დაბრუნებას.
სიმბოლურად თარიღის პატივსაცემად, რუსული ნატყვიარებით სავსე კედელზე, დაიხატა ნახატი, „გოგონა მავთულხლართებთან“, რომელზეც ავტორი აჩვენებს, რომ პრობლემა ყველა თაობას ეხება და იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემა მალე გადაიჭრება. ნახატი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა.