გერმანული ორგანიზაცია ''Maltese Aid Organisation'' საზაფხულო ბანაკის წევრები ტურიზმის დეპარტამენტს ესტუმრნენ. მათთვის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც სტუმრებს აჭარის მთავარი ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. საზაფხულო ბანაკში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მათი მომვლელებია გაერთიანებული. ისინი აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ.