სახალხო დღესასწაული ბეშუმში  

04 აგვისტო 2019, 15:11 1184 ნახვა

სახალხო ზეიმზე შეკრებილებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართეს. მოეწყო ძველი აჭარული ქორწილის ინსცენირება, მთავრობის მეთაურმა მათ ბეჭედი აჩუქა. საპატიო ხულოელად პოეტი მიხეილ გელაიძე დაასახელეს.

ჩატარდა უხუცესთა ანსამბლ „ბერმუხას“ კონცერტი, ასევე დოღი სადაც მოჯირითეები 3 საპრიზო ადგილზე გამოვლინდნენ. ზეიმი მაღალმთიან აჭარაში, მთაში ყოფნის შუა პერიოდს ემთხვევა და ამიტომაც „შუამთობა“ ეწოდება. ღონისძიებებზე სახალხო დღესასწაულის ძირითადი გზავნილი  ტრადიციების შენარჩუნებაა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი